მოგზაურობა დედამიწის გარშემო – საბერძნეთი

10 სექტემბერს, გამთენიისას, ქუთაისიდან ათენის მიმართულებით მიფრინავს უკრაინის ავიახაზები. ამრიგად, დილით უკვე ათენის აეროპორტში შეგვიძლია ვიქირაოთ ავტომობილი და მოვიაროთ ათენი. ვნახოთ დიონისოს თეატრი და აკროპოლისი, ღამით კი ტელესკოპით ვარსკვლავების თვალიერებით დავიღალოთ.

ათენი – აკროპოლისი                                       დიონისოს თეატრი

1 2

დილით, 11 სექტემბერს, წავიდეთ მეტეორაზე, რომელიც დაახლოებით 4 სააათის სავალზეა ათენიდან. დავათვალიეროთ სამონასტრო კომპლექსი და ღამე იქვე მდებარე სოფელში გავათიოთ.

მეოტეორა – სამონასტრო კომპლექსი

3 3-1

მეორე დღეს კი, 12 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულებს მივაშუროთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რომელ სანაპიროს ვესტუმროთ: იონიის თუ ეგეოსის ნაპირებს. კუნძულები: სკოპელოსი და კორფუ საკმაო მანძილით არის დაშორებული ერთმანეთს, ამიტომ მხოლოდ ერთი მიმართულებით შევძლებთ მოგზაურობის გაგრძელებას. თუ წავალთ სკოპელოსზე ვნახავთ ულამაზეს ადგილებს, რომელსაც ფილმ “mamma mia”-დან ვიცნობთ.

სკოპელოსი

4-1 4

ხოლო თუ კორფუსკენ გავემართებით, შევძლებთ მოვინახულოთ ულამაზესი ნახევარკუნძული – პარგა.

პარგა

5 5-1

ავტომობილს პორტში დავტოვებთ და 3 დღე ამ კუნძულების სილამაზით დავტკბებით.

კორფუ

6-2 6-1

15 სექტემბერს, კვლავ ვიქირავებთ ავტომობილს და დავბრუნდებით ათენში, რათა გემით გავცუროთ სანტორინისკენ.

სანტორინი

7-1 7

20 სექტემბერს კი სანტორინიდან გამოვფრინდებით თბილისში.

მთელი ეს მოგზაურობა, ბილეთების, სასტუმროს, ავტომობილის და კრუიზის ჩათვლით, ოთხნი თუ ვიმოგზაურებთ, ერთ ადამიანს 445 ევრო დაგვიჯდება.

ბილეთები: ქუთაისი-ათენი, სანტორინი-თბილისი 225 ევრო

სასტუმრო, ერთი ღამე, ორ ადგილიან ნომერში: 30 ევრო (ერთი ადამიანი – 10 ღამე- 150 ევრო)

ავტომობილი: ერთი დღე – 20 ევრო (ერთი ადამიანი – 4 დღე – 20 ევრო + საწვავი 50 ევრო)

კრუიზი: ათენი – სანტორნი 20 ევრო

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ნიკოსებურად..

თუ კი შენში დარჩა
ნიკო, ეცადე არ გადაფხიკო..

გავგიჟდი-გადავირიე,

გონება რად ამირიე?!

არ ვიცი რა დამემართა,

ფიქრები სად წარემართა..

Continue reading

Posted in Uncategorized | %(count)s კომენტარი

პოსტი ჟამიანობის დროს, ანუ როგორ უნდა გახდე ბრტყელდედამიწელი!

მრგვალ დედამიწაზე ცხოვრება დღითი-დღე უფრო მომაბეზრებელი ხდება.. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ადამიანები უკვე შეეგუენ იმ აზრს, რომ  ისინი მართლაც მრგვალ დედამიწაზე ცხოვრობენ.. ეს ხომ აუტანელია! Continue reading

Posted in Uncategorized | 3 Comments

ჯერ იყო “ძ”

ჯერ იყო “ძ” – ძაძა, ძეძე, ძიძი, ძოძო, ძუძუ.. ძაძეძიძოძუ.. ძაძე.. ძი.. ძოძუ.. ძუ..

ხო.. ასე იყო ნამდვილად.. დიდხანს.. დიდძანს..

სანამ  არ მოვიდა წვიმა..  Continue reading

Posted in საბოდიალეთი | Tagged , , , | %(count)s კომენტარი

ალტერნატიული დასასრული..

…ქუჩაში გამოვიდა. შენიშნა სიბნელეში მჯდომი კატა, რომელსაც მზის სხივები ეთომარებოდნენ.. ცოტა ხანს შეიცადა.. აკვირდებოდა კატის თვალებში როგორ კრთოდა სიბნელის ანარეკლი..

გზა განაგრძო..

Continue reading

Posted in ჩანახატი | Tagged , , | %(count)s კომენტარი

ლეგენდა კაი ბიჭზე..

უხსოვარ დროში, მაშინ როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ბრტყელი იყო და არ მოიპოვებოდა ბაბოლი, სამყაროს ცუდი ბიჭები დაეპატრონნენ..

Continue reading

Posted in სხვადასხვა.. | Tagged , | 4 Comments

ქალაქში სიცხე თანდათან მატულობს, ანუ როგორ უნდა გახდე ეგოისტი!

ქალაქში სიცხე თანდათან იმატებს.. თანდათან იმატებს იღლიაში გაჩრილ ძველ თერმომეტრში ვერცხლისწყალი.. მაგრამ მოიცათ, ეს ხომ ჩემი იღლია არაა.. Continue reading

Posted in სხვადასხვა.. | Tagged , , | 3 Comments